ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა თემში, ზაფხულის საღამოები გაიმართება.
” მათთვის, ვინც ზაფხულის დღეების გატარებას ლაგოდეხში გეგმავს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 15 თემში, კულტურულ-გასართობი აქტივობები მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის მერია, უკვე 6 წელია პროექტ „ზაფხულის საღამოებს“ ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში, ღია ცის ქვეშ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტი ჩატარდება.
დღის ბოლოს, ახალგაზრდების განწყობაზე DJ იზრუნებს.
1️⃣3️⃣ ივნისი
2️⃣0️⃣:3️⃣0️⃣
სოფელი კართუბანი – ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია”,- აღნიშნავენ ლაგოდეხის მერიაში.