ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შიდა საავტომობილო გზების მშენებლობა გრძელდება.
არსებული ინფორმაციით- სოფელ ქვემო ნაშოვარში, 856 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთზე, მოასფალტება უკვე დასრულდა, ასევე, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები.
პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 316 087,87 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ლაგოდეხში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯამში, 8 147 160 ლარი დაიხარჯება.