ლაგოდეხში, ისტორიული მუზეუმის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე, ბავშვებისა და მშობლების ჩართულობით, მრავალფეროვანი კულტურული შემეცნებითი და სპორტული აქტივობები მოეწყო და მასში მონაწილეობა, ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობამოკლებულთა ორგანიზაცია „მადლი“-ს ბენეფიციარებმა მიიღეს.
ღონისძიებაზე, ოთხმოცამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი დაესწრო.
„დღევანდელი ღონისძიება, მერიის, შშმ პირთა სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოეწყო. ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველ წელიწადს, ვმართავთ სხვადასხვა აქტივობებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაცისათვის. მნიშვნელოვანია, მსგავსი შემეცნებითი და სპორტული აქტივობების მოწყობა. მზის შვილები, მუდმივად სითბოს და სიყვარულს ასხივებენ და ჩვენც, ვცდილობთ, მათ ვაგრძნობინოთ თანადგომა და სიყვარული“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.