ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, ლაგოდეხში მცხოვრებ, ქუჩის მუსიკოსს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, გიორგი ჯაჯანაშვილს დაბადების დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქარი- მუსიკალური აპარატურა გადასცეს.
“ძალიან მალე უფუჭდება ხოლმე აპარატურა, ხან ვალად ვიღებ, ხან კეთილი ადამიანები ჩუქნიან, ძალიან ბევრჯერ აჩუქეს, მადლობელი ვარ ხალხის და დიდი მადლობა საკრებულოს, რომ მოუტანეთ აპარატურა, ნამდვილად დიდი დახმარებაა ჩვენთვის გიოს რომ მიაქციეთ ყურადღება”,- აღნიშნა გიორგი ჯაჯანაშვილის დედამ.