ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციის სამუშაოები დაიწყო. როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს:
– მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სტიქიური ნაგავსაყრელი ეტაპობრივად მოწესრიგდება. მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა, განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით და მათ მიერ დანერგილი მეთოდებით, არც თუ ისე რთულია, მაგრამ რთულია, იმის მოფიქრება, როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, მინიმალური რესურსით. თუმცა გამოსავალი, რა თქმა უნდა, აქაც არსებობს. სტიქიური ნაგავსაყრელები, როგორც მთლიანად საქართველოში, ლაგოდეხშიც არსებობს. მათი ლიკვიდაციის და აღმოფხვრის გეგმა უკვე დასახულია. არსებობს დასასუფთავებელი ნაგავსაყრელების ბაზა, თუმცა მაინც შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელზეც ყველა მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამსახურს. დასუფთავების სამუშაოები, ააიპ ლაგოდეხის სერვის ცენტრმა უკვე დაიწყო. ახალი ნაგავსაყრელის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ვგეგმავთ ნაგვის ბუნკერების დამატებას და ნარჩენების სისტემატურად გატანას