საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, 2024 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის- 930 000 ლარი გამოიყო.
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, მუნიციპალიტეტის 67 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა-
სასმელი წყლის სისტემები, გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათების მონტაჟი და სხვა.
შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება და მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის, ურთიერთობის გაუმჯობესებას და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.