ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ქართულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა, „მრავალჟამიერის“ ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიას დაესწრნენ.
ღონისძიებას, მერთან ერთად, საკრებულოს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები დაესწრნენ.
ჯონდო მდივნიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
„გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! სახელმწიფო დროშა საუკუნეების განმავლობაში ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, ნათელი მომავლისკენ სწრაფვისა და ღირსების სიმბოლოა. სახელმწიფო დროშა, თითოეული მოქალაქის, თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა”,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.