ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში სველი წერტილები და სანიტარული კვანძების მოწესრიგება დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სველი წერტილები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.
როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ ჰერეთისკარისა და კაბლის №1 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ხოლო სოფ. ნინიგორის საჯარო სკოლაში შენობის სრული რეაბილიტაცია უტარდება.
მომავალ თაობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახალგაზრდებს სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო შევუქმნათ, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ სასწავლო დაწესებულებებში.
მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 939 200.06 ლარი დაიხარჯება.
Home დღის ამბები განათლება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება