ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, იუსტიციის სამინისტრო – „მობილური იუსტიციის სახლი”, სერვისების მიწოდებას ადგილზე განახორციელებს.
ყოველ ორშაბათს, 10:00-17:00 საათამდე, სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალააქეებს, მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით, ადგილზე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ, იუსტიციის სახლის ყველა სერვისით.