ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ყველა აბიტურიენტი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და გახდება საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, მერიისგან, წახალისების მიზნით, ერთჯერად, 400, 500, 600 ლარს, საჩუქრად მიიღებს- ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ მერიაში ავრცელებენ, მათივე თქმით ასევე- 1000 ლარით დასაჩუქრდება ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე 100%- იან გრანტს მოიპოვებს.
ცნობისთვის- წახალისდებიან საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული ახალგაზრდებიც. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კი, კვლავ მიიღებენ მერიის სტიპენდიას.