დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი კამპანია – „იყავი გარემოს ქომაგი!“ იწყება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აცხადებს ვიდეო კონკურს, თემაზე – „იყავი გარემოს ქომაგი!“
კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოს ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
” თუ ხარ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 14-29 წლამდე ახალგაზრდა, ჩაერთე და მიიღე მონაწილეობა!
21 აპრილამდე გამოგზავნე, შენი გადაღებული, 2 წუთიანი ვიდეო რგოლი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/q9gJncWsqEi1jNsNA
გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მის დაცვაზე!
შევინარჩუნოთ დასუფთავებული გარემო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.