ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრი, ქალაქ თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარდგა.
რეჟისორმა, რაჟდენ კერვალიშვილმა- მაყურებელს, ერთმოქმედებიანი დრამა, ფრანგი დრამატურგისა და სცენარისტის, ჟან ანუის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი, მონოსპექტაკლი- „მედეა“ წარუდგინა.
მონოსპექტაკლი, ერთი მსახიობის, მადონა შუბითიძის მონაწილეობით გაიმართა. ნაწარმოები, მედეას ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს: მის დაღუპულ შვილებზე, დაკარგულ სიყვარულსა და იმ დანაშაულზე, რომელიც მედეამ ჩაიდინა.
„ლაგოდეხის დრამატულმა და თოჯინების თეატრმა, კულტურის სამინისტეროს მიერ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გახმოვანებისა და განათებისათვის, ტექნიკა მიიღო, რის შემდეგაც, რეჟისორმა, რაჟდენ კერვალიშვილმა, ახალ მონოსპექტაკლ „მედეა“-ზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ამ სპექტაკლით წარსდგა, ლაგოდეხის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე. აღნიშნული ღონისძიების მიზანი, კულტურული მიმართულებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული, თეატრალური მოღვაწეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
თეატრის პრემიერას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, პარლამენტარები – ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი, დონორი ორგანიზაციის წევრები და თეატრის მოყვარული საზოგადოება დაესწრნენ.