ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივითა და მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, ლაგოდეხის, ახალგაზრდული საბჭოების წევრებმა, შემეცნებითი – საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს, სადაც ქვეყნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მნიშვნელოვანი მოვლენისა და ისტორიების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების შესახებ მოპოვებული ექსპონატები დაათვალიერეს.
ახალგაზრდები, ასევე ქვეყნის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ და პლენარულ სხდომას დაესწრნენ .
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიების მიზანი, ძველი და ახალი თაობების, დამოუკიდებლობის ფასეულობის განსაზღვრა, ახალგაზრდებში, ტრადიციებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გამოწვევების მიმართ, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და შეფასებაა.