ლაგოდეხის მერის ინიციატივით, ახალგაზრდებისათვის გასართობი – შემეცნებითი, სპორტული აქტივობების დაგეგმვა, ტრადიციად დამკვიდრდა.
ამჯერად- ახალგაზრდები, წალკაში, დაშბაშის კანიონის მოსანახულებლად, ჯონდო მდივნიშვილმა, პირადად გააცილა და წარმატებული ლაშქრობა უსურვა.
“მერიის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტებში მონაწილეობის მიღება, ყველა ლაგოდეხელი ახალგაზრდისათვისაა შესაძლებელია. დღეს, ექსტრემალური თავგადასავალითა და ეკოტურიზმით დაინტერესებული 60 ახალგაზრდა გავაცილეთ წალკის კანიონზე, ბუნების საოცრებებით გარშემორტყმულ გარემოს დასათვალიერებლად. ახალგაზრდები პანორამულ შუშის ხიდს, ,,კასკადურ ჩანჩქერს“, ,,გიგანტურ საქანელას’’ და ,,ბრილიანტის ხიდს მოინახულებენ“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.