ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა ლარებში – მდინარე მტკვარზე, „ჯომარდობაში“ მიიღეს მონაწილეობა.
ზაფხულის თავგადასავლები, ლაგოდეხის მერის ინიციატივით, მეორე წელია ეწყობა და მასში, 120 ექსტრემალური სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
პირველი ნაკადის გამგზავრებამდე, ახალგაზრდები, ჯონდო მდივნიშვილმა გააცილა და წარმატებული ლაშქრობა უსურვა.
” მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მერიის ფეისბუქ გვერდზე, ეტაპობრივად, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტებში მონაწილეობის მსურველთათვის, სპეციალური სარეგისტრაციო ბმული თავსდება, სადაც ახალგაზრდებს, შესაძლებლობა ეძლევათ, მერიის პროექტებში ჩაერთონ. პირველ ეტაპზე, ექსტრემალური სპორტით დაინტერესებულმა, 60-მა ახალგაზრდამ, მდინარე მტკვარზე „ჯომარდობაში“ მიიღო მონაწილეობა. ეს, ჩვენი, ზაფხულის თავგადასავლების, მორიგი წარმატებული პროექტია“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.