Home ანონსები კონკურსი ბლოგერებისთვის

კონკურსი ბლოგერებისთვის

თუ ხარ კრეატიული და გიყვარს წერა, მოგზაურობა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
მიიღე მონაწილეობა კონკურსში: „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი,  დაწერე ბლოგი და მოიგე სხვადასხვა პრიზი.

DMO Visit Kakheti, ელექტრონული გაზეთი მეოთხე  (meotkhe.ge) და მთავარი ამბები კახეთიდან   (Mak.ge) მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოვებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას.

 

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 5 გამარჯვებული. რომელსაც გამოავლენს კომპეტენტური  ჟიური.  

გამარჯვებულებს გადაეცეათ ფულადი პრიზი და ფასიანი საჩუქრები.

 

კონკურსის პირობები და წესები:

  • 20 სექტემბრამდე დაწერეთ პოსტი  თემაზე „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი, გადმოგზავნეთ მასალა ელ ფოსტაზე: mtavarikaxetidan@gmail.com და  dmovisitkakheti@gmail.com   
  • ბლოგის სიტყვების ლიმიტი: მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 1000 სიტყვა, შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 11.
  • განიხილება მხოლოდ ქართული ანბანით დაწერილი ბლოგი;
  • იმისათვის, რომ ბლოგმა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას – „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი,  
  • ერთი მონაწილისგან დასაშვებია არაუმეტეს 1 ბლოგის წარდგენა, თანდართული ფოტო ან ვიდეო მასალით;
  • ფოტო ან ვიდეო მასალის გარეშე ბლოგი არ განიხილება;
  • კონკურსში მონაწილე ყველა ბლოგზე და ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს ავტორს;
  • ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ თუ აქტიურ ბლოგერს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
  • აუცილებლია, საიტზე განთავსების შემდეგ, მონაწილეს ბლოგი გაზიარებული ჰქონდეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე – საჯაროდ (Public);
  • კონკურსის ორგანიზატორი უფლებამოსილია არ განიხილოს ბლოგი, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს DMO Visit Kakhet-ს  უფლებას კონკურსანტის მიერ დაწერილი ბლოგი შემდგომში გამოიყენონ საკუთარი შეხედულებისამებრ (საავტორო უფლებები ეკუთვნის – ავტორს);
  • სპონსორებს და პარტნიორებს უფლება ეძლევათ მონაწილე ბლოგერების ბლოგები გამოაქვეყნონ საკუთარ გვერდზე;

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:

Email: dmovisitkakheti@gmail.com mtavarikaxetidan@gmail.com