Home დღის ამბები ეკონომიკა კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიში მთავრობას წარუდგინა – როდის გასაჯაროვდება ანგარიში?

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიში მთავრობას წარუდგინა – როდის გასაჯაროვდება ანგარიში?

გუშინ ეკონომიკის სამინისტროში პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობა ელოდება, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასი შემცირდება. შეხვედრაში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, რომელმაც ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

“შეხვედრაზე მსჯელობა იყო არსებულ ვითარებაზე, უახლოესი პერიოდის პროგნოზებზე და მოლოდინებზე. შესაბამისად, ვიცე პრემიერის შეფასება ეყრდნობოდა შეხვედრაზე განხილული საკითხების შედეგებს”, – აცხადებენ სააგენტოში.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო სექტორთან ერთად საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები განიხილება, რამაც შესაძლებელია ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, დავინტერესდით აქვს თუ არა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ამ ეტაპისთვის ასეთი ბაზრები გამოკვეთილი, რადგან საწვავის ბაზრის მონიტორინგი მიმდინარე წელს სააგენტომ უკვე ჩაატარა.

“საავტომობილო საწვავის ბაზარზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის მისაღები ფასით პროდუქციის მიწოდება ეს ქმნის საფასო უპორატესობას და კონკურენციას კომპანიებს შორის, შესაბამისად კომპანიები თავად ზრუნავენ იაფი წყაროების მოძიებაზე, რომ  კონკურენციაში ფასისმიერი უპრატესობა მოიპოვონ და მეტი მომხმარებელი მოიზიდონ”, – განაცხადა სააგენტომ.

ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, იმპორტიორებთან შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგებიც წარმოადგინა.

“დიახ, ჩვენ ამ შეხვედრაზე 2022 წლის 7 თვის ანგარიში და შეფასებები წარვადგინეთ, ასევე ივნის-ივლისში დაფიქსირებული ტენდენციები, გვაქვს კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია შეფასებების და აქტუალური საკითხების განხილვის ნაწილში. ანგარიში უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება”,-აცხადებენ სააგენტოში.