Home დღის ამბები ეკონომიკა კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ – რეიტინგი

კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ – რეიტინგი

2022 წლის 6 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 9.6%-ით გაიზარდა და 7.3 გიგავატ საათს მიაღწია. ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა როგორც მოსახლეობამ, ასევე კერძო კომპანიებმა, რომლებიც ელექტროენერგიის დაახლოებით ერთ მესამედზე მეტს მოიხმარენ.

“თელასის/თელმიკოს” მომხმარებლებმა, ანუ თბილისის მაცხოვრებლებმა ჯამში 0.9 გიგავატ საათი დენი მოიხმარეს, “ენერგო პრო ჯორჯიას/ეპ ჯორჯია მიწოდებას” მომხმარებლებმა კი 1.3 გიგავატ საათი.

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე – “თელასის” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი 50 კომპანიას აქვს მინიჭებული და მათ 2022 წლის პირველ ნახევარში ჯამურად 2 გიგავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი – 626 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია “ჯორჯიან მანგანეზმა” მოიხმარა, რაც ამავე პერიოდში საქართველოს მთლიანი მოხმარების 8.5% იყო. მოხმარებით მეორე ადგილზეა Bitfury, რომელიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიტოპოვალუტის მაინინგით არის დაკავებული, მისი მოხმარება 168 მილიონი კილოვატ საათი იყო.

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:

1) “ჯორჯიან მანგანეზი”, “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 626 მილიონი კილოვატ საათი;
2) “ბი ეფ დი სი” (Bitfury) – 168 მილიონი კილოვატ საათი;
3) “რუსთავის აზოტი” – 133.6 მილიონი კილოვატ საათი;
4) “რუსთავის ფოლადი” – 107 მილიონი კილოვატ საათი;
5) “ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 95.1 მილიონი კილოვატ საათი;
6) „საქართველოს რკინიგზა“ – 87.5 მილიონი კილოვატ საათი;
7) “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” – 83.4 მილიონი კილოვატ საათი;
8) “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” – 72.7 მილიონი კილოვატ საათი;
9) “აითილები” – 71.6 მილიონი კილოვატ საათი;
10) „აიტი კორპ“ – 63 მილიონი კილოვატ საათი.

რეიტინგში შემავალი კომპანიების უმეტესობა მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობს. მეცხრე და მეათე ადგილზე მყოფი ფირმები კი ასევე კრიპტოვალუტებს მოიპოვებენ.