2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 312.8 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 48.1 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 264.7 მლნ ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 60.6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში 25.6 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, სექტემბერში 13.6 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 8.3 მლნ ლარი იყო.