2018 წლის „კოკა-კოლას თასი“-ს მფლობელი ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს “რანი”-ს საფეხბურთო სტადიონზე მუნიციპალიტეტის მერი გულშემატკივრებთან და მშობლებთან ერთად დახვდა. ჯონდო მდივნიშვილმა გუნდს ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.