ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცნობას, თუ როგორ მდიდრდებიან ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები საზოგადოების ხარჯზე:
“კიდე ერთხელ დასტური იმისა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები მდიდრდებოდნენ და ფასები ხელოვნურად ჰქონდათ დაწესებული!
დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, როდესაც უკვე ტრანსპორტისთვის შესაძლებელია მოძრაობა, კიტრის ასაღები (საბითუმო) ფასი არის 2 – 2.20 ლარი, როდესაც ,,ხელისუფლების ჯიბე”ამ ხალხს, 2 დღის წინ, უხდიდა 50-70 თეთრს და 2 ლარიან მოგებაზე მუშაობდა.
სამწუხაროდ, ხვალინდელი დედაქალაქიდან გადაადგილების ჩეკეტვის შემდეგ, კვლავ გაგძელდება ფასის ხელოვნურად დაწესება, მონოპოლისტების მხრიდან.