მიმდინარე წლის 22-28 აპრილს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის.
შეჯიბრში 79 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა ახმეტელი მოჭიდავე გიორგი მგელიაშვილი.
აღნიშნულ შეჯიბრში გიორგი მგელიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც ის ოქტომბრის თვეში ინდონეზიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
მწვრთნელი-გიორგი ნადირაძე.