„კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ღონისძიებების ჩატარების კონკრეტული ადგილები და პროგრამები ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.
” საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს დიდი ეკრანის მონტაჟი, ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოყოფილი იქნება კვების კუთხე. ველოდებით უამრავ გულშემატკივრს, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს! “,- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.