კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, დღეს დილით, 23 წლის გოგო გაიტაცეს.
როვორც ახალგაზრდა გოგონას ნათესავების ამბობენ, გამტაცებლემბა ძალა გამოიყენეს, ასევე მათივე ინფორმაციით, გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს.
„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.
პოლიციასაც შევატყობინეთ თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ“, – აცხადებენ გოგონას ოჯახის წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ