კაჭრეთში, 2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების ტრადიციად ქცეული დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
კახეთის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, პლატონ კალმახელიძესთან და ლევან ლილუაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.
2024 წელს, რეგიონის მასშტაბით 426 წარჩინებული, მედალოსანი მოსწავლე მიიღებს ჯილდოს.
ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგაზარდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2022 წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.