Home ანონსები კახეთში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

კახეთში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

DCIM100MEDIADJI_0012.JPG

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ, ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესში, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ხორბლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.