ბანაკის მონაწილე უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მინისტრებთან ერთად შეხვდა.
ადგილზე იმყოფებოდა უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი.
ირაკლი კობახიძე ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა.
ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.