კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ჩართულობით, წელს, უკვე მეორე წელია, რაც 17 მაისს, თელავში ხდება მოსახლეობის ერთობლივი შეკრება და მასშტაბურად აღინიშნება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.
თელავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ჩაატარებენ ღვთისმსახურებას, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა ერეკლე მეფის მოედნის მიმართულებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კახეთიდან მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი დღე. ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.
გიორგი ალადაშვილი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული