გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების 48 ფაქტი. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 31 ფაქტი შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 79 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, 45 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 21, აჭარაში – 18, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 8, მცხეთა-მთიანეთში – 6, გურიაში გამოვლინდა 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 1 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. თებერვალის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული, ხოლო 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქული.