კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სანიორეში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებად სპორტული სივრცის ახალი ინვენტარით აღჭურვა დასახელდა.
ცნობისთვის, კახეთის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსების მიზნით, ჯამში 4 234 000 ლარია გამოყოფილი.