Home დღის ამბები კახეთში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

კახეთში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

კახეთში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საბათლოს საბავშვო ბაღს ესტუმრა სადაც ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.

კახეთში “სოფლის მხარადაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა-  286 დასახლებაში გაიმართება.