პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ე.წ. „ჭკვიანი” ვიდეოკამერები.
შეგახსენებთ- შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, დანაშაულისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ეფექტური პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ავტომატიზებულ რეჟიმში ამოქმედდა „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების სისტემა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ავტომატურად დააფიქსიროს 5 ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ:
შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა;
მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება.