კახეთში კორონავირუსით პედაგოგი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.
პაციენტი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ექიმების განმარტებით, მას ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: პრაიმტაიმი