კახეთში კოღოს წინააღმდეგ 4 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა
📍 კახეთი – სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში კოღოს წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.
4 000 ჰექტარზე უკვე დასრულდა მწერების საწინააღმდეგო დამუშავება იმ ტერიტორიებზე, სადაც უხვი ნალექის ფონზე კოღოს რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა.
სააგენტო იყენებს სპეციალიზებულ ტექნიკას და თერმული ნისლის ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგს.
პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებულად.
ღონისძიებები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და ჰიგიენურ-ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.