კახეთში კორონავირუსის 1 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კი, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 73 251 კვლევა ჩატარდა. გამოჯანმრთელდა 18 221 ადამიანი. გარდაიცვალა 54 პაციენტი.