კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აგროსექტორზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თელავი, 2025 წლის 9 ივლისი — კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმოხილვა და სოფლის მეურნეობის აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგროსექტორის მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ კახეთში ალოობისა და ატმის მოსავლის აღების სეზონი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებების გარეშე ვითარდება.
გიორგი ალადაშვილმა ასევე მიმოიხილა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირდება სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების უფლება. აღნიშნული ცვლილება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მიზნად ისახავს.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.