Home დღის ამბები სამართალი კახეთში თანასოფლელმა გულმკერდის არეში მეზობელი დაჭრა

კახეთში თანასოფლელმა გულმკერდის არეში მეზობელი დაჭრა

დაჭრა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით თანასოფლელმა თანასოფლელი გულ-მკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.