კახეთში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია. დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. მოიხსნა 2 მოქალაქე.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 611 მოქალაქე.
საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც. 28 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 54 ნიმუში კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან, ასევე მედპერსონალის 20 ნიმუში. ჯამურად 55 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.