კახეთის რეგიონში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სოფელ წინანდალში, გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
წინანდალში- 23-ე ქუჩის ნაწილსა და 34-ე ქუჩაზე 832 მ სიგრძის გზაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, ქუჩების სრულ სიგრძეზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, ასევე შეიცვალა წყლის მილსადენებიც.
პროექტის ჯამური ღირებულება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება.
თელავის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამურად 15 006 801 ლარია გამოყოფილი, როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დღეის მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობა პარალელურ რეჟიმში 22 სხვადასხვა ქუჩაზე, ხოლო სოფლებში, შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს.