თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი გაამართლა. ცნობილია, რომ საქმის მიმდინარეობისას, დაზარალებულად ცნობილი ქალი გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა.
,,გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. დაზარალებული გარდაიცვალა, მაგრამ სხდომაზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, აღნიშნული მამაკაცი 22 აპრილს დააკავეს, მას ბრალად ედებოდა ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ფიზიკური ძალადობა და მუქარა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობდა და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
პროკურატურა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.