კახეთის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა.
გოგონა სავარაუდოდ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, გოგოს ბიძამ 45 წლის მამაკაცი დაჭრა.
დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ბიძა დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – გაუპატიურებისა და 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.