კახეთში, არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოსთან, რომელზეც სავარაუდოდ მამიდის ქმარმა იძალადა, ფსიქოლოგი მუშაობს და სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ფერმაში ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა. ახლა ჩემი შვილიშვილი დაღუპა. ჩემმა მეორე ბიჭმა ვერ მოითმინა და დანა დაარტყა, მერე პოლიციაში თვითონვე წავიდა”,- ამბობს გოგონას პაპა.
ბიძა, რომელმაც სავარაუდო დამნაშავე დაჭრა, დაკავებულია, თავად დაჭრილი კი, საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება- სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე და 137- მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.