Home დღის ამბები კახეთს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია სტუმრობდა

კახეთს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია სტუმრობდა

კახეთის მხარეში სახემწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრებთან – გელა სამხარაულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს უმასპინძალა.

კახეთში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის დელეგაცია ეწვია თელავის ისტორიულ მუზეუმს, ალავერდის მონასტერსა და თელავში მდებარე ლიეტუვის რესპუბლიკის სახელობის სკვერს.

ცნობისთვის- 2018 წელს, თელავში საზეიმოდ გაიხსნა საქართველო – ლიეტუვის მეგობრობის სიმბოლო, ლიეტუვის რესპუბლიკის სახელობის სკევრი, ხოლო ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ კედაინიაიში, თელავის სახელობის სკვერი გაიხსნა.