გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ხვალ დილიდან 30 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. ზოგიერთ სოფელში ნავარაუდევია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და გაზაფხულისთვის უჩვეულო – 9 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. პირველ-ორ მაისს კვლავ დათბება, თერმომეტრზე კი 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.