კახეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. იმუნიზაციის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებიც ერთვებიან და საკუთარი მაგალითით, მოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა. როგორც არჩილ თხლაშიძემ აღნიშნა, ვაქცინაცია არის ვირუსის დამარცხების ყველაზე სწრაფი საშუალება. მან მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.
კახეთის რეგიონის 10 ამცრელ დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინით რეგიონში აცრილია სულ 1427 პირი.