Home რეგიონი კახეთის მხარეში 2025 წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

კახეთის მხარეში 2025 წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით 2025 წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ყვარელში, „ილიას ტბაზე“ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსმედალოსანმა და ვერცხლისმედალოსანმა მოსწავლეებმა.

შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის წევრმა, გელა სამხარაულმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა.

მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 420-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა წარჩინებით.

დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2022 წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და წელს, უკვე მეოთხედ გაიმართა.

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების დაფასება და პოპულარიზაცია.

ღონისძიების მხარდამჭერია – დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“ .