კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად სოფელ ჩუმლაყში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოფელ ჩუმლაყში მე-14, 25-ე და 28-ე ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 1257 გრძივ მეტრზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის დასრულების შემდეგ განახლდება ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობებთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 875 730 ლარით ფინანსდება.