კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
საზეიმო წირვა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა,
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიების დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა.
წირვას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.