Home რეგიონი თელავი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა თელავში ოჯახის სიწმინდის დღეს გამართულ ღონისძიებაში...

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა თელავში ოჯახის სიწმინდის დღეს გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ოჯახთან, სასულიერო პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თელავში, ოჯახის სიწმინდის დღეს გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მასშტაბურად აღინიშნა.

თელავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც მოეწყო მსვლელობა ერეკლე მეფის მოედნის მიმართულებით.

შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, სასულიერო პირებმა, პარლამენტის წევრებმა – დავით მათიკაშვილმა გურამ მაჭარაშვილმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.