კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო თათბირი გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის საკითხი, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა კახეთში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ მიმდინარე დასაფინანსებელი პროექტები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები განიხილეს.
ცნობისთვის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.